ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიზმს – გერმანია ჰამასის მხარდამჭერ ყველა ქმედებას დაბლოკავს

Krisztian Bocsi/Bloomberg/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიის ტერიტორიაზე ჰამასის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა,  მათ შორის: სიმბოლოებს გამოყენება,  მკვლელობებსა და კრიმინალურ ქმედებების წახალისება და ისრაელის დროშების დაწვა, დასჯადი გახდება.

ბუნდესტაგში გამოსვლისას, შოლცმა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის გამოჩენის პირობა დადო და გერმანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსთხოვა სათანადო ზომების მიღება აღმოჩენილ უკანონობებზე. 

კანცლერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფოტოებზე, სადაც ასახული იყო თუ როგორ აღნიშნავდნენ ადამიანები ბერლინში ჰამასის თავდასხმას ისრაელზე. შოლცმა ამ ფაქტს "დაუშვებელი და არაადამიანური" უწოდა.

"ისინი წინააღმდეგობაში არიან ყველა იმ ღირებულებასთან, რომელთა ერთგულიც ვართ ჩვენს ქვეყანაში". – თქვა შოლცმა.

"ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს მყარი მტკიცებულება დაეხმარა თუ არა ირანი ჰამასს ამ ლაჩრული თავდასხმის მომზადებაში, თუმცა ასევე ნათელია, რომ ირანის მხრიდან ჰამასის ბოლო წლების განმავლობაში გაწეული  დახმარების გარეშე, ჰამასი ვერ შეძლებდა მსგავსი თავდასხმა მოეწყო ისრაელზე". – დაამატა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები