საქართველო-აშშ

მაჭარაშვილი: ამერიკასთან გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება

ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება მისი [ელჩის] პოზიციები ჩამოსვლის შემდგომ. მთავარი არის ის, რომ მან არ გააგრძელოს ის მავნე პრაქტიკა, რასაც ჰქვია საქართველოსთან ვასალური დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება. დიდი მოლოდინი და იმედი გვაქვს ამის, რომ წინა ელჩის პრაქტიკას ის გაეცნობა, ასევე ჩვენს განცხადებებს, ხალხის ძალის განცხადებებს, ყურადღებით გაეცნობა, თუ რა გვქონდა ჩვენ პრობლემა, იმიტომ რომ ამერიკასთან გვინდა, რა თქმა უნდა, პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება. სხვა შემთხვევაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

თქვა პარტია ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ს ახალი ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები