ვიქტორ ორბანის ვიზიტი

ღარიბაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო ორბანის ღვაწლი ნამდვილი ფასეულობების დაცვაში

არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი, აი, ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები