2023 წლის ეკონომიკური ზრდა

IMF: საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით სომხეთი ლიდერობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებული მონაცემები გამოქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემდეგნაირად განაწილდა: სომხეთი – 7%; საქართველო – 6.2%; თურქეთი – 4%; აზერბაიჯანი – 2.5% და რუსეთი – 2.2%.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი წინა პროგნოზში საქართველოს ეკონომიკის 4%-ით გაზრდას ვარაუდობდა, თუმცა განახლებული მონაცემებით, ის 6.2%-ს შეადგენს. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 2024 წლისათვის 4.8% იქნება. 

კომენტარები