დავით კეზერაშვილი

პაპუაშვილი: ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში კეზერაშვილის გადმოცემა იქნებოდა

ევროკავშირის, მათ შორის, ევროპის პასუხისმგებლობაა, რომ ის ადამიანი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი და დადასტურებულია ეს დანაშაულები, საკუთარივე აღიარებით ვიცით რომ საქართველოში აფინანსებს მედიას, აფინანსებს პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ზუსტადაც პოლარიზაციისკენ არიან მომართულები, გადმოგვცეს. ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ის იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე. თავშესაფრის მიცემა არ უნდა ხდებოდეს კრიმინალებისთვის.

იმით, რომ ევროპაში შეფარებული იყო მიხეილ სააკაშვილი და იმით, რომ ევროპაში დღემდე შეფარებულია დავით კეზერაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის პასუხისმგებლობა ევროპის ქართულ პოლარიზაციაში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპას საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

კომენტარები