კანდიდატის სტატუსი

კობახიძე: მთავრობა არის ობიექტურად და სუბიექტურად დაინტერესებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი

თუ ვინმე არის პროდასავლური ამ ქვეყანაში, ეს არის პარლამენტი და მთავრობა, რომლებიც განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და ახორციელებენ საგარეო პოლიტიკას.

გარდა ამისა, მოქმედი საპარლამენტო შემადგენლობა და მოქმედი მთავრობა იდგა იმ ინიციატივის სათავეში, რომლის საფუძველზეც 78-ე მუხლში გაიწერა ქვეყნის შესაბამისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის NATO-ში ინტეგრაცია და ევროკავშირში ინტეგრაცია.

ასევე, საქართველოს მთავრობა არის როგორც ობიექტურად, ისე სუბიექტურად დაინტერესებული, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვს მიღმა ვარაუდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საპირისპირო ინტერესი და მიზანი, რაც ჩვენი აზრით უტყუარად მტკიცდება მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში გაკეთებული განცხადებებით. მას რომ სურდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება რა თქმა უნდა, პარლამენტში არ იტყოდა იმას, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საიმპიჩმენტო პროცესზე.

კომენტარები