შინაგნ საქმეთა სამინისტრო

ნაცვლიშვილი: ბოლო 2 წელში შსს-დან 4 929 პოლიციელი წავიდა

ეს არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩემი კითხვის პასუხად მიღებული წერილი, სადაც მინისტრის მოადგილე მიდასტურებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, პირადი განცხადების საფუძველზე, ჯადოსნური ტერმინია, წავიდა 4 929 ადამიანი.

ხომ არ ფიქრობთ, ხომ არ დასვამდით კითხვას, ამდენი პოლიციელი რატომ წავიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში? შემდეგ ამ სტატისტიკის განახლება ვითხოვე სექტემბრის დასაწყისში და ჯერჯერობით პასუხი არ არის, როგორც ჩანს, რიცხვი ძალიან გაზრდილია და არ უნდა მინისტრის მოადგილეს, რომ ახალი სტატისტიკა მომაწოდოს.

რატომ ტოვებენ პოლიციელები სამსახურებს? რატომ გარბიან? ზოგი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ნახოს ალტერნატიული სამსახური, ზოგით მექსიკის გავლით მიდის, მთელი დანაყოფები მიდიან. იცით ამის შესახებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქალაქში... არაერთს ჩემთვის პირად საუბარში დაუდასტურებია, რომ უბრალოდ აღარ უნდა ამ უსამართლობას ემსახუროს, აღარ უნდათ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად ხვდებიან, რომ ეს ფარსი არც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემსახურება, ასე რომ იყოს ოკუპანტის ჯაშუშური ქსელის გამოვლენა იქნებოდა ნომერ პირველი ამოცანა... რატომ არის ამხელა გადინება? რატომ მიდიან ადამიანები მექსიკის გავლით? რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან?

თქვა პარტია ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები