შსს

საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სისტემა ამოქმედდა

Ministry of Finance of Georgia

2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი ელექტრონული პროგრამა დაინერგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, სისტემა მესაზღვრე-კონტროლიორებს საშუალებას მისცემს, მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების გზით მყისიერად ამოიცნონ ძებნილი, გაძევებული, აკრძალვაზე მყოფი ან სხვა სამართალდამრღვევი პირები.

"სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას". - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები