საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა

კობახიძე: პრეზიდენტი არის ზეწოლის ქვეშ უცხოელი პარტნიორების მხრიდან

უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში შესვლას სჭირდება მთავრობის თანხმობა. საინტერესო განცხადებები გაკეთდა ევროპარლამეტარების მხრიდან იმის თაობაზე, რომ პრეზიდეტნზე ზეწოლამ გაჭრა და ერთ-ერთი პატიმარი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. არანაირი ინფორმაცია მთავრობას არ აქვს რა ზეწოლაზეა საუბარი, რა შეხვედრები შედგა. აქაც, რეალურად, ისე გაიმართა შეხვედრები, რომ არც კი ჩაუყენებიათ არავინ საქმის კურსში და შეიძლება, ფაქტის შესახებაც არ არის ინფორმირებული მთავრობა. აღიარებული ფაქტია, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან, რომ ზეწოლამ გაჭრა, ზეწოლის ობიექტი იყო პრეზიდენტი და მან შეიწყალა მსჯავრდებული. ეს აჩვენებს, რომ ვეტოც არის ზემოქმედების მექანიზმი. ეს უნდა იყოს მთავრობისთვის გამჭვირვალე მექანიზმი და მან უნდა გასცეს ნებართვა იმისათვის, რომ არავინ არ განახორციელოს ზეწოლა პრეზიდენტზე.

თქვა ირაკლი კობახიძემ საკოსნტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის დისკრეციული უფლებაოსილების განხორციელებაზე. 

კომენტარები