პრემიერი: მიყვარს აშშ, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი საუკეთესო ბიზნესსკოლაზე გააკეთა

მე არასოდეს რამე აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ, მე ძალიან მიყვარს ამერიკა, სანამ პოლიტიკოსი გავხდებოდი, ბევრს ვმოგზაურობდი, პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს, ამერიკის განათლების სისტემა არის ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში, მე არ მინდოდა პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მიიღო მოწვევა ერთერთი პირველი საუკეთესო ბიზნესსკოლიდან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა-განათლება არის ცუდი და არ უნდა გააგრძელონ ჩვენმა შვილებმა.

ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები