მინისტრი: ბანკებშიც აბსოლუტურად სიმშვიდეა, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა ბანკთან. სამწუხაროდ, ისევ დამაზიანებელია ხოლმე ეს აჟიოტაჟი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ძირითადად აზიანებს რეპუტაციას, როგორც ქვეყნის, ისე, კონკრეტულად სექტორის. საფინანსო სექტორი მგრძნობიარეა. ამიტომ, პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ ჩვენ სათუთად მივუდგეთ ასეთ საკითხებს და არ დავაზიანოთ.

ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბანკების ძირითად ინვესტორებთან, ძირითად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. აქ ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი, გარკვეულობა არსებობს და ბანკებშიც რეალურად არის აბსოლუტურად სიმშვიდე, სტაბილურია ჩვენი საფინანსო სექტორი. მინდა გითხრათ, რომ მდგრადია საფინანსო სექტორი.

ასე, რომ შეიძლება განგებ ჩვენ, ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი.

მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ბანკებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, კავშირი, ბანკებს არ აქვთ ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ ამ სამუშაო რეჟიმში ძირითადად გადაწყვეტილებებზე ვმსჯელობთ, მათ შორის, ძირითად გამოწვევებზეც ერთად ვმსჯელობთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი საბანკო სისტემა ძლიერია ისე, როგორც არასოდეს. მათ შორის, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მნიშვნელოვან ინვესტორებთან, ჩვენ ბანკებში ინვესტორებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ ძირითად პარტნიორებს, საქართველოს საფინანსო სისტემის შესახებ, რომ აქ არ არის რისკები და საქართველო არის საიმედო საინვესტიციო პარტნიორი.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანებასა და სებ-ში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარები