სალომე ზურაბიშვილი

სტატუსის მხარდასაჭერად პრეზიდენტი ევროპაში შეხვედრებს აგრძელებს – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. 

განცხადებაში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში გაემგზავრება ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შესახვედრად, 27 სექტემბერს კი - ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ეწვევა.


შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. 

როგორც შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში შეხვედრები მთავრობასთან შეუთანხმებლად გამართა. ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები