ოთარ ფარცხალაძე

სამხარაძე ფარცხალაძეზე: უნდა ვიცოდეთ, ეს სანქცია რატომ არის დაწესებული

ხშირ შემთხვევაში, აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირი არ იზიარებს, ხან პირიქით. ამიტომ, ჩვენ ძალიან დეტალური ანალიზი გვჭირდება - როდესაც რომელიმე მხარე, რომელიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა სანქციას აწესებს, უნდა ვიცოდეთ, ეს სანქცია რატომ არის დაწესებული და რა დანაშაულებრივი საქმიანობისთვის არის ესა თუ ის ადამიანი დასანქცირებული. ეს არის მთავარი, ეს არის ამოსავალი წერტილი და ჩვენ ამის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.

კომენტარები