ოქრიაშვილი სებ-ზე: დამატებით ერთ-ერთი უმსხვილესი არგუმენტია, რომ სტატუსზე უარი გვითხრან

ივანიშვილმა გამოაგორა, იდეაში, თავისუფალი, დამოუკიდებელი  ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის მმართველი, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტური მონა და მორჩილი, ქალბატონი თურნავა, რომელიც გადაეფარა ამერიკის შეერთებული შტაბების მიერ რუსეთის აგენტობაში ბრალდებული ფარცხალაძის საბანკო ფინანსურ ინტერესებს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არამხოლოდ პრორუსული პარტიაა, არამედ ის რუსული აგენტურით გატენილი დანაშაულებრივი, მაფიოზური დაჯგუფებაა. 

უამრავი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ამას მაფიოზური „რუსული ოცნება“ განზრახ აკეთებს, რადგან ასეთ ბრძანებებს იღებს მოსკოვიდან. 

მოსახლეობის 90 %-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ქვეყანას კი მართავს დანაშაულებრივი რუსული დაჯგუფება, ანუ ხალხი არის ერთ მხარეს, ხელისუფლება - მეორე მხარეს. ეს არის კლასიკური რევოლუციური  მდგომარეობა! 

მე, როგორც ქართველი პატრიოტი, იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელისუფლებიდან არჩევნების გზით გავუშვებთ. მაგრამ თუ ისევ გაბედეს არჩევნების გაყალბება, ყველაფერი რევოლუციით და არა „ქოცბანდის“ მშვიდობიანი წასვლით დასრულდება!    

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გამო სებ-ის მიერ მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე, რომლითაც ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 
 

კომენტარები