ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატთან, ანა წითლიძესთან სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ის ქალთან პოლემიკაში ვერ შევა.

"გარეთ ბრიფინგს ვატარებდი და თქვენს შეკითხვებს პასუხებს ვცემდი, როცა ანა წითლიძე მოვიდა. მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია, ხომ, არ შეიძლება. შეიძლება, ეს განცხადება სექსისტურია, მაგრამ, მგონი, ჩემგან სწორი არ არის, რომ ქალთან შევიდე პოლემიკაში და არც შევდივარ მასთან არანაირ დაპირისპირებაში. ამით სარგებლობენ ე.წ. კაცები, რომლებიც არიან ვითომ კაცები ამ ოპოზიციაში, ასეთი პროვოკაციების შესასრულებლად ქალებს იფარებენ. კაცები ვერ მოდიან, ქალები მოჰყავთ. დაიმალნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ დაიმალნენ". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

როდესაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხევს პასუხობდა, მასთან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე მივიდა და მას რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა. კობახიძემ კი წითლიძეს უთხრა, რომ ის აგენტია.

კომენტარები