ოთარ ფარცხალაძე

თურნავა: ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება, საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს

ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც გააჩნია ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არიან საკმაოდ მდგრადი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი, ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით ყველამ, საზოგადოებამ შეიძლება, შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა არის აბსოლუტურად მდგრადი და დგას ჩვენი ეკონომიკის სადარაჯოზე.

ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების გამო მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებაზე.

კომენტარები