სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ვაშაძე: სუს-მა დაადასტურა, რომ პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ იმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელი განცხადებით პირდაპირ დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა, არა მხოლოდ ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ. დღეს ეს ადამიანები, როცა საზოგადოება ელოდება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას, სანქცირებულია ფარცხალაძე რუსეთის ინტერესების გატარებისთვის და ჯაშუშობისთვის აშშ-ის მხრიდან, ამ ფონზე, ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანიც არის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი.

მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს უნდათ წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ რუსების წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა თურმე საქართველოს მტერი და ფარცხალაძე, რომელიც რუსული ჯაშუშობისთვის არის სანქცირებული, ყოფილა საქართველოს მეგობარი. დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანების თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს საქართველო, ამ დროს, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან, ქართველ ხალხს გვებრძვიან. ზღაპრებს თხზავენ იმისათვის, რომ საქართველო დაუქვემდებარონ თავიდან ბოლომდე რუსეთს. Ქოცები არიან რუსები, აი ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ ქსელში, რომელიც მოქმედებს ქართული ოცნების ხელდასმით აქ.

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები