სტუდენტების დავალიანების განულება

ბოკერია სტუდენტური დავალიანების განულებაზე: საარჩევნო წელს სურთ ააგონ იაფფასიანი პოპულიზმი

ღარიბაშვილის მოტივი გასაგებია. საარჩევნო წელია და ამაზე სურს ააგოს ეს იაფფასიან პოპულიზმი. უნდა ვუთხრათ ყველას, რომ არავინ მოტყუვდეს, ვითომ ეს რაღაც ჟესტია. რაც შეეხება ამ პოპულისტურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ნეგატიური ეფექტი აქვს. სამართლიანობის საკითხშიც საკითხავია, მარტო იმ ხალხს კი არ უჭირს, ვინც ვერ გადაიხადა. ვინც წელზე ფეხი დაიდგა და გადაიხადა იქიდანაც ბევრი გაჭირვებულია და უსამართლობაა მათ მიმართ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, თუ რა გზას გვთავაზობს ამ გზავნილით ხელისუფლება. შემდეგ წელსაც გადაუხდიან ყველას? თუ ეს ხალხი გაჭირვებიდან არ ამოვიდა, თუ სისტემაში კერძო ფული არ შემოვიდა და კონკურენციამ განათლების ხარისხი არ გაზარდა, ამ გზით ისევ ჩიხში დავრჩებით ან კიდევ უფრო გავაუარესებთ ვითარებას. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია  ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს დააანონსა, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებათ. 

კომენტარები