რუსეთი-სლოვაკეთი

სლოვაკეთმა ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

ბრატისლავაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობა
Radio Free Europe/Radio Liberty 

სლოვაკეთმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ ბრატისლავაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს აძევებს. 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, თანამშრომელმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის "უხეში დარღვევაა".

გარდა ამისა, სლოვაკეთის უწყებამ რუსეთის ელჩი, იგორ ბრატჩიკოვი დაიბარა და უთხრა, რომ თანამშრომელმა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ქვეყანა.

გასული წლის მარტში სლოვაკეთმა გააძევა სამი რუსი დიპლომატი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შესაძლო ჯაშუშობისა და მოსყიდვის ბრალდებით. დამატებით 35 თანამშრომელს კი იმავე თვის ბოლოს მოუწია სლოვაკეთის დატოვება.

კომენტარები