საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8%–ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, $14 001.1 მილიონია, რაც წინა წელთან შედარებით 16.8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $4 075.4 მილიონი, ხოლო იმპორტი $9 925.7 მილიონია. ამასთან, ორივე მათგანი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს აღემატება – ექსპორტი 14.3%-ით, ხოლო იმპორტი 17.8%-ითაა გაზრდილი. 

ამავე დროით პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $5 850.2 მილიონი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო მიანიშნებს, რომ ქვეყნის იმპორტი აღემატება ექსპორტს. ამასთან, ტენდენცია წინა წლების მსგავსია.

საქსტატის განმარტებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები