iPhone 15

Apple-მა iPhone 15 და iPhone 15 Plus წარადგინა

apple.com

12 სექტემბერს კომპანია Apple-მა ახალი მოდელები, iPhone 15 და iPhone 15 Plus წარადგინა. iPhone-ის ახალი მოდელის ფერები იქნება: შავი, ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი. 

Apple-მა ახალი მოდელი 48 მეგაპიქსელიანი კამერით წარადგინა, რაც განსხვავდება ყველა წინა მოდელის მონაცემისგან, რომელთაც 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა ჰქონდათ.

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც Apple გვთავაზობს სრულად გადამუშავებული კობალტით დამზადებული ეკო-მეგობრული ბატარეებია. 

ახალი მოდელების პრეზენტაციაზე ასევე თქვეს, რომ iPhone 15-ის ფასი 799$-დან დაიწყება, ხოლო iPhone 15 Plus-ის ფასი 899$-დან. 

კომენტარები