პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე: ბიძინა ივანიშვილის სამეფო კარის თამაშები არ გვაინტერესებს

ბიძინა ივანიშვილის სამეფო კარის თამაშები არ გვაინტერესებს, ეს ჩვენთვის საინტერესო თემა არ არის. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას - პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციასა და საქართველოს ევროპულ მომავალს უნდა იცავდეს, ვალდებულიც კი არის, რომ სააკაშვილი თავისუფალი იყოს, რადგან ის პოლიტიკური მიზნებითა და ამოცანებით, ევროპული მომავლის შესაფერხებლად არის ტყვეობაში. ქალბატონი ზურაბიშვილი კი ამას არ აკეთებს და ჩვენდა სამწუხაროდ, ის ბიძინა ივანიშვილის თამაშებში იღებს მონაწილეობას [...] გვაჩეჩებენ იმპიჩმენტის თემას, რომელიც ივანიშვილი-ღარიბაშვილი-კობახიძის ბანდფორმირების გარდა, დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს.

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას

კომენტარები