იგორ კოლომოისკი

უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინელი ოლიგარქი და ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერი, იგორ კოლომოისკი 60 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანამ, სანამ სახელმწიფო მის წინააღმდეგ თაღლითობისა და კრიმინალური აქტივების ლეგალიზაციის ბრალდებებს იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო, Ukrinform ავრცელებს.

კოლომოისკი ამბობს, რომ ბრალდებებს "ზედაპირულად გადახედა". მისივე თქმით, ოლიგარქი წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.


2021 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინელ ოლიგარქს და ყოფილ საჯარო მოხელეს, იგორ კოლომოისკის, მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები კოლომოისკის ოჯახის წევრებზეც გავრცელდა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ, მართალია, მას სანქციები თანამდებობის დროს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის დაუწესეს, თუმცა, ამასთან ერთად, სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოხატა კოლომოისკის ამჟამინდელ, მიმდინარე ძალისხმევაზე, ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს, რაც, ბლინკენის განცხადებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მომავალს.

კომენტარები