აშშ-ბრიტანეთი

ბრიტანეთში ამერიკული F-35-ები განთავსდება, მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ – მედია

აშშ-ის F-35-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი
The Telegraph

ამერიკის შეერთებული შტატების F-35-ის ტიპის ახალი მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წელს განთავსდება. 

ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, F-35-ის თვითმფრინავების ორი ესკადრილია მალე საფოლკში, აშშ-ს ბაზაზე ჩავა. 

თვითმფრინავი შექმნილია ტაქტიკური ბირთვული დაბომბვისთვის, მას ასევე შეუძლია საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება.

გამოცემის ცნობით, აქამდე გავრცელებული ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, არსებობდა ვარაუდი, რომ აშშ-ს ბირთვული იარაღის გადატანა დიდ ბრიტანეთში სურდა.

როგორც The Telegraph-ი ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, კონგრესმა მიიღო საჰაერო ძალების $50 მილიონიანი საბიუჯეტო მოთხოვნა ამერიკულ ავიაბაზაზე ე.წ. "surety dormitory"-ს ასაშენებლად. გამოცემის განმარტებით, "surety" აშშ-ს სამხედრო ენაზე ბირთვული იარაღის აღსანიშნად გამოიყენება. 

გამოცემის თანახმად, 54 ერთეული F-35 ბრიტანეთში ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში განთავსდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის, პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ამერიკული ბირთვული იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებისთვის ოფიციალური თანხმობა უნდა გასცეს. ამასთან, ბირთვული იარაღის ნებისმიერი ასეთი განთავსება აშშ-ს პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული. 

კომენტარები