ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ სანაპიროზე უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს

ნაპოვნი დრონი, რომლის ფოტოებსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გადაუდებელ სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სანაპიროზე, სოხუმის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.

"აღმოჩენის ადგილზე სამაშველო უწყების პიროტექნიკის განყოფილების თანამშრომლები გავიდნენ. უპილოტო აპარატის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ზღვაში რამდენიმე თვე ტივტივებდა და არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა". – ნათქვამია ე.წ. გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს განცხადებაში.

დრონი ე.წ. გადაუდებელ ვითარებათა სამინისტროს თანამშრომელმა აღმოაჩინა.

კომენტარები