გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.
tbl.ge/6hf7
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა, 6 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა - კალაძე
- მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო – მერია
- ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე
- 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან




