ჯო ბაიდენი

სიმპათიური ბიჭი ვნახე ტელევიზიით – ბაიდენი ტრამპის ციხის ფოტოზე

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ციხეში გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა

"ტელევიზიით ვნახე ფოტო, სიმპათიური ბიჭი". - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

25 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით წელს სამართალდამცველებს მეოთხეჯერ ჩაბარდა. ამჯერად მისი საქმე შტატ ჯორჯიაში იწარმოება და ეხება 2020 წლის არჩევნების შედეგის ცვლილების მცდელობას.

თუმცა ამჯერად აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ატლანტის ციხეში, ნებაყოფლობით გამოცხადების შემდეგ, პირველად მოსთხოვეს კამერის წინ დადგომა და პატიმრის ფოტოს გადაღება, პროცესი, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა ეჭვმიტანილი გადის. ფულტონის ოლქის ხელისუფლებამ ფოტო ტრამპის მიერ ციხის დატოვებიდან მცირე ხნის შემდეგ გამოაქვეყნა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის საპატიმრო ნომერია P01135809.

ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30-ზე გამოცხადდა, მისი ნებაყოფლობით ჩაბარების ბოლო ვადიდან რამდენიმე საათით ადრე. მისი მხარდამჭერების ნაწილი შეკრებილი იყვნენ ციხის გარეთ, სადაც სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.

მანამ, სანამ ტრამპის ციხის სისტემაში რეგისტრაცია, მისი ანაბეჭდების აღება და ფოტოს გადაღება მიმდინარეობდა, პენიტენციური დაწესებულების თავზე საჰაერო სივრცე დახურული იყო.

ციხის შენობაში ყოფნის დროს ტრამპმა გაიარა პროცესი, რომელსაც ჩაბარების დროს ნებისმიერი სხვა ადამიანი გაივლიდა: ჩააბარა თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.


26 აგვისტოს, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიამ Fox News-ს დაუდასტურა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში 20 მილიონი დოლარი შეაგროვეს

20 მილიონიდან 7.1 მილიონი დოლარი მას შემდეგ შეგროვდა, რაც 24 აგვისტოს ტრამპის ციხეში გადაღებული კადრი გავრცელდა. ტრამპის გუნდის ინფორმაციით, 25 აგვისტოს 4.18 მილიონი დოლარი შეგროვდა, რაც მთელი კამპანიის ყველაზე შემოსავლიანი დღე იყო.

"შეგროვებული თანხა ზედმეტად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სურათი გამოაქვეყნა ვებსაიტთან ერთად". - აღნიშნავს ტრამპის გუნდი. 

კომენტარები