წყალმომარაგების შეზღუდვა

სამგორის და კრწანისის ნაწილს წყალმომარაგება 32 საათით შეუწყდება

ხვალ, 24 აგვისტოს სამგორის და კრწანისის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 2 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად ბურჯანაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ასახელებს.

24 აგვისტოს საღამოს 23:00 საათიდან 26 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, სადგური ველის, გვაზავას, ცისკარას (გურჯიევის), ოდიშელიძის, ფრისის ქუჩებს;

სოფლებს: გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალარს და ფოლადაანთკარს;

ნავთლუღის მე-2 დასახლებაში - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს, ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს;

კრწანისის რაიონში - ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალას და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს;

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - აცხადებს GWP.

კომენტარები