რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ

REUTERS/Piroschka van de Wouw

ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანა 42 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს ფლობს, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, ყველა მათგანს გადასცემენ თუ არა უკრაინას.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში 20 აგვისტოს ჩავიდა, სავარაუდოდ მისი ვიზიტი დანიაში გაგრძელდება. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაადასტურა აღებული ვალდებულება F-16-ების მიწოდების შესახებ.

"თვითმფრინავებს შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი. [...] ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე, რადგან წინ ზამთარი გველის და მსოფლიოში ყველაზე უკეთ გვესმის, როგორია ზამთარი ელექტროენერგიის გარეშე". – თქვა ზელენსკიმ.

17 აგვისტოს აშშ-ს სახელწმიფო მდივნის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-მ ნიდერლანდების მიერ უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე ნებართვა გასცა.

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში მიმართა.

კომენტარები