რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად შვედეთში სამუშაო ვიზიტით ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში. 2023 წლის 1 ივლისი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ ლედისთან, ოლენა ზელანსკასთან ერთად შვედეთში სამუშაო ვიზიტით გამგზავრება დაანონსა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მან აღნიშნა, შვედეთში შეხვდება პრემიერმინისტრ ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI-სა და დედოფალ სილვიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო პარტიების ხელმძღვანელებს.

"პირადად მადლობას ვუხდი შვედეთს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ შვედეთში მოლაპარაკებები მიეძღვნება სამხედრო დახმარებას, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას, უკრაინის ევროინტეგრაციას და ევროატლანტიკურ სივრცეში მის უსაფრთხოებას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შვედეთში ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კიევს შვედეთის პრემიერმინისტრი ესტუმრა.

კომენტარები