უბედური შემთხვევა

მარტვილში ავარიას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა – მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ბიჭი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

კომენტარები