ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ ლიდერს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერიაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება". - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიას სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, შემდეგ კი მარიონეტი ლიდერი რუსეთში სამუშაო ვიზიტს გააგრძელებს.

10 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ბჟანიას თირმკელკენჭოვანი დაავადება აწუხებდა.

2019 წელს ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. მაშინ ბჟანია და მისი თანაგუნდელები მიიჩნევდნენ, რომ ის მოწამლეს. 2020 წლის ე.წ. არჩევნების წინ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ის სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს. შემდეგ კი, მედიკამენტურ კომაში მყოფი ბჟანია კრასნოდარის კლინიკაში გადაამისამართეს. აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ბჟანია მოწამვლის ცნობა უარყო და განაცხადა, რომ მას "ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს". 2022 წელს ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები