ავარია

გურჯაანში ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. 

მანქანას, რომლითაც მშობლები ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაადგილდებოდნენ, ტრაქტორი დაეჯახა, რის შედეგადაც დედა, მამა და მათი 4 წლის შვილი გარდაიცვალა. მეორე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები