ბრიტანეთის მუზეუმი

ბრიტანეთის მუზეუმიდან ნივთები დაიკარგა – უყურადღებობისთვის თანამშრომელი გაათავისუფლეს

მუზეუმის რამდენიმე ნივთი დაკარგული, მოპარული ან დაზიანებულია

ბრიტანეთის მუზეუმიდან, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს, სხვადასხვა ნივთი, მათ შორის, ოქროს სამკაულები და ძვირფასი ქვების ნაკეთობები დაიკარგა. ამასთან ერთად, დაზიანებულია ნივთები. საქმეს პოლიცია იძიებს.

ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორმა, ჰარტვიგ ფიშერმა თქვა, რომ მუზეუმი დაკარგული ნივთების აღსადგენად მთელ ძალისხმევას გამოიყენებს.

"ეს არის უჩვეულო ინციდენტი. მე ვლაპარაკობ ყველა კოლეგის სახელით, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული საკითხია თითოეული ნივთის მოვლის საკითხი.". - ამბობს ფიშერი.

ბრიტანეთის მუზეუმმა გამოჩენილი უყურადღებობის გამო სამსახურიდან თანამშრომელი გაათავისუფლა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მიიღო.

ნივთები, რომლებიც ძვ.წ. XV საუკუნიდან ახ. წ. XIX საუკუნემდე თარიღდება, ძირითადად აკადემიური და კვლევით მიზნებისთვის ინახებოდა.

ჯორჯ ოზბორნმა, ბრიტანეთის მუზეუმის თავმჯდომარემ, თქვა, რომ "ბრიტანული მუზეუმის რწმუნებულები უკიდურესად შეშფოთებულებუ იყვნენ, როდესაც გაიგეს, რომ კოლექციის ნივთები მოიპარეს".

"ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მივიღეთ გადაუდებელი ზომები, მომხდარის შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება დავიწყეთ და იმ პირთან, რომელსაც პასუხისმგებლად მივიჩნევთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა დისციპლინური უფლებამოსილება გამოვიყენეთ". - დაამატა მან.

მუზეუმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს იქნება შრომატევადი სამუშაო, რომელშიც შიდა და მოწვეულ ექსპერტებს ჩართავენ. ასევე, ისინი მადლობას იხდიან დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმის კოლექცია ორი მილიონი წლის ისტორიას ინახავს, მათ შორი პართენონის სკულპტურებს, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ელგინის მარმარილოები.

კომენტარები