ლარს ფონ ტრიერი

ლარს ფონ ტრიერი: ვეძებ მეგობარ ქალს, ვარ 67 წლის, თუ გამიმართლა რამდენიმე ფილმს გადავიღებ

ლარს ფონ ტრიერმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. დანიელი რეჟისორს ვირტუალური სივრცის დახმარებით მეგობარი ქალის ან მუზის პოვნა სურს.

"ლარს ფონ ტრიერი ეძებს მეგობარ ქალს/მუზას. არ ვიცი ამჯერად რაში გავყავი თავი, მაგრამ სანამ თვითკმაყოფილებით აღსავსე რეკლამაში გადავეშვები, ნება მომეცით რამდენიმე საკითხს მოვფინო ნათელი. ვარ 67 წლის, მაქვს პარკინსონის დაავადება, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა(OCD) და კონტროლირებადი ალკოჰოლიზმი. მოკლედ რომ ვთქვა, თუ გამიმართლა, კიდევ რამდენიმე კარგი ფილმის გადაღებას შევძლებ". – ამბობს რეჟისორი.

კინემატოგრაფიული მიმდევრობა დოგმის ერთ-ერთ დამფუძნებელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ევროპელი რეჟისორი პარკინსონის დაავადებას 2022 წლიდან ებრძვის.

ბოლო პერიოდში ფონ ტრიერი სერიალ Kingdom-ის მესამე სეზონზე მუშაობს. 

კომენტარები