ყირიმის ნახევარკუნძული

ყირიმში სამხედრო ობიექტების ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასჯელის გამკაცრება სურთ

დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. "ხელისუფლება," საჰაერო თავდაცვისა და ნახევარკუნძულზე რუსული სამხედრო ობიექტების ფოტო ან ვიდეო გადაღებისთვის სასჯელის ფედერალურ დონეზე გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აკსიონოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა

"ყირიმი ფედერალურ დონეზე წამოიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებს საჯარო სფეროში სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებზე, სოციალურ ქსელებში, ჩეთებში, მესინჯერებში, სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების, საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვის სისტემების, ასევე კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგების მდებარეობის ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით." - წერს აკსიონოვი.

მან ადამიანებს, რომლებიც აქვეყნებენ მსგავს ფოტოებსა და ვიდეოებს, მოტივების მიუხედავად, "მტრის შეგნებული თუ უნებლიე თანამზრახველები" უწოდა.

12 აგვისტოს რუსებმა განაცხადეს "უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმის ხიდზე თავდასხმის მცდელობის შესახებ". ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ხიდზე თეთრი და შავი კვამლის ამსახველი კადრები.

გარდა ამისა, 12 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ქერჩის ხიდთან აფეთქებები მეორედ გაისმა.
მოგვიანებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროებმა განაცხადეს, რომ 12 აგვისტოს ღამით უკრაინის 17 თვითმფრინავი თავს დაესხა რუსული ჯარების ლოგისტიკურ ბაზას ოკუპირებულ ყირიმში, რის შედეგადაც ათობით რუსი დაიღუპა ან დაიჭრა.

კომენტარები