რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოიგუ: პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს

სერგეი შოიგუ ვერტმფრენში, ოკუპირებულ უკრაინაში საოკუპაციო ძალების მონახულების დროს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის სამხედრო შენაერთის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ისაუბრა.

"არსებობს გეგმები, რეგულარულ საფრუძველზე შეიქმნას ე.წ. პოლონურ-უკრაინული შენაერთი, ვითომდა დასავლეთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არსებითად კი ამ ტერიტორიის შემდგომი ოკუპაციისთვის". - თქვა შოიგუმ.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინაში რესურსების დაბანდების მზადყოფნა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. მისივე თქმით, NATO-ს შეუძლია, ფინეთში განათავსოს შეიარაღება, რომელიც რუსეთის კრიტიკულ ობიექტებს დაარტყამს.

"დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, სტრატეგიული მიმართულებებებით რუსეთის წინაშე არსებული სამხედრო საფრთხეები გაიზარდა. სერიოზულ დესტაბილიზაციურ ფაქტორს ქმნის ფინეთის NATO-ში შესვლა და პერსპექტივაში ალიანსში შვედეთის გაწევრიანება. ფინეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, განთავსდება დამატებითი სამხედრო კონტინგენტი და NATO-ს შეიარაღება, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვან სიღრმეზე დაარტყას კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით". - თქვა შოიგუმ.

კომენტარები