სტიქია რაჭაში

პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებას შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ლოცვისკენ მოუწოდა

პაპი ფრანცისკე
Reuters

ლისაბონში გამართული "ახალგაზრდობის მსოფლიო დღის" დაწყებამდე, პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიუსამძიმრა და საზოგადოებას სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ლოცვა სთხოვა

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია. დაღუპულია 18 ადამიანი. 

კომენტარები