რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვა უკრაინას NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვებ დანადგარებს გადასცემს

NASAMS-ის სისტემა

ლიტვა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის, NASAMS-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ლიტვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ლიტვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გარდა, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს და სხვა აღჭურვილობასაც მოიცავს. 

ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ლიტვამ უკრაინას Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენები, L-70-ის ტიპის საზენიტო იარაღი თავისი საბრძოლო მასალებით, M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, მილიონობით ტყვია საბრძოლო მასალა და ყუმბარმტყორცნი გადასცა. 

გარდა ამისა, ლიტვა აქტიურ როლს ასრულებს უკრაინელი სამხედროების მომზადებაში, მათ სამედიცინო მკურნალობასა და რეაბილიტაციაში.

კომენტარები