რეკლამა

(რ) საუკეთესო კრიპტო ბირჟები საქართველოში: ანალიზი

დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით და გამონაკლისი არც საქართველოა. გამომდინარე ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დაცულობიდან და იმ უსაფრთხოებიდან, რომელსაც იგი ადამიანებს სთავაზობს, კრიპტოვალუტამ საზოგადოებაში ნდობის მოპოვება შეძლო. თქვენ, ალბათ, ერთხელ მაინც დაგისვამთ კითხვა “როგორ ვიყიდო კრიპტო ვალუტა?”. სწორედ იმისთვის, რომ ადამიანებმა კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, გადაცვლა და მისი საშუალებით ვაჭრობა შეძლონ კრიპტო ბირჟის კონცეფცია შეიქმნა. 

დღესდღეობით ბაზარზე არაერთი კრიპტო ბირჟა არსებობს. ბირჟების ფართო სპექტრი უფრო მეტად ართულებს ერთ კონკრეტულ ბირჟაზე არჩევანის შეჩერებას. ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ბირჟები უფრო მეტად დახვეწილ სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს. მიუხედავად ამისა, ბირჟებს შორის მაინც შეინიშნება გარკვეული სახის განსხვავებები. იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა გსურთ, შესაძლებლობა გაქვთ ბირჟებს შორის თქვენთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი პლატფორმა აირჩიოთ. 

იმისთვის, რომ თქვენი დრო დავზოგოთ, გადავწყვიტეთ ამ სტატიაში საქართველოში საუკეთესო კრიპტო ბირჟებზე მოგიყვეთ. სტატიის ფარგლებში მიმოვიხილავთ თითოეული გამორჩეული კრიპტო ბირჟის ფუნქციონალებს, უსაფრთხოების ზომებს, საკომისიოებსა და იმას, თუ რამდენად მარტივია ამა თუ იმ ბირჟის გამოყენება მომხმარებლისათვის. 

არ აქვს მნიშვნელობა ახლა ერკვევით კრიპტო ინდუსტრიაში თუ გამოცდილი ინვესტორი ხართ. ეს სტატია დაგეხმარებათ უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ და საქართველოში საუკეთესო ბირჟა შეარჩიოთ. 

რა გავითვალისწინოთ ბირჟის არჩევისას?

საქართველოში კრიპტოს პოპულარობის ზრდას თან მოჰყვა კრიპტო ბირჟებით დაინტერესება. არ აქვს მნიშვნელობა კრიპტო ინდუსტრიას ახლა ეცნობით თუ არა. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კრიპტო ბირჟის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. 

უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მთავარი მიზანი დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, კრიპტო ინდუსტრია ჯერ კიდევ განვითარების საწყის ფაზაშია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არსებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად საჭიროა დამატებითი ზომები, რომლებიც თქვენი ფინანსების დაცულობას განაპირობებენ.  

გამომდინარე იქედან, რომ კრიპტო მრავალმილიონიანი ინდუსტრიაა, იგი ხშირად ხდება ჰაკერების სამიზნე. ჰაკერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი კრიპტო ბირჟებია. სწორედ ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია ისეთი პლატფორმის არჩევა, რომელიც, როგორც პერსონალური ინფორმაციის, ისე განთავსებული თანხების უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. 

იმისთვის, რომ დარწმუნდე კრიპტო ბირჟის უსაფრთხოებაში, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მიაქციო ყურადღება. მაგალითად, გთავაზობს თუ არა ბირჟა ორფაქტორიან ავტორიზაციას, იდენტობის ვერიფიკაციას ან დაცვის დამატებით საშუალებებს. გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი პლატფორმა ხარვეზების აღმოსაჩენად მომხმარებლებს ჯილდოებსაც გადასცემს, რაც კიდევ უფრო მეტად ამცირებს იმის შანსებს რომ ბირჟის დაცულობა და უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

ხელმისაწვდომი კოინების რაოდენობა

კრიპტო ბირჟის არჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის სავაჭრო კრიპტოვალუტების რაოდენობა. როგორც წესი, თითოეული კრიპტო ბირჟა მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ბიტკოინითა და Ethereum-ით ივაჭროთ, თუმცაღა, რაც უფრო მეტია ბირჟაზე კოინების რაოდენობა, მით მეტი შესაძლებლობა გეძლევათ, რომ მოგება ნახოთ. 

გარდა ამისა, ბევრი კოინების რაოდენობა ბირჟაზე პორტფოლიოს დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ. ამ ყველაფერს კი რისკის მენეჯმენტის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თუკი ბირჟა თავის ტოკენსაც გთავაზობთ, ეს იმას ნიშნავს რომ საკმაოდ დახვეწილ და მაღალგანვითარებულ კრიპტო ბირჟასთან გაქვთ საქმე. 

შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო ვალუტის გამოყენება

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და საზოგადოებაში უფრო მეტად იკიდებს ფეხს, ჯერჯერობით, სახელმწიფო ვალუტა ისევ დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს. ქართული კრიპტო ბირჟის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ბირჟაზე მხოლოდ და მხოლოდ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უნდა იყოს შესაძლებელი. თუკი პლატფორმაზე სახელმწიფო ვალუტებიცაა ხელმისაწვდომი, მისი საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ უფრო მეტად მარტივი გახადოთ თქვენი ვაჭრობის პროცესი.

საკომისიოები

საკომისიოები პლატფორმებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, თუკი პლატფორმა საკომისიოების გარეშე გთავაზობთ ვაჭრობას, დიდი შანსია, რომ თაღლითებთან გქონდეთ საქმე. იმისთვის, რომ მოგება მაქსიმალურად გაზარდოთ, ყურადღება მიაქციეთ ბირჟის საკომისიოებს. როგორც წესი, ყველაზე პოპულარულ და სანდო პლატფორმებს 0.2% ან ნაკლები საკომისიოები აქვთ. ასევე, დააკვირდით, რომ ბირჟას დაფარული საკომისიოები არ ჰქონდეს. 

ბონუსები

იმისთვის, რომ ბირჟებმა უფრო მეტი მომხმარებელი მოიზიდონ და შეინარჩუნონ, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ბონუსებს გასცემენ მომხმარებლებისთვის. ბონუსების გამოყენების წესები და პირობები თითოეული პლატფორმის შემთხვევაში განსხვავებულია. ამიტომაც, მანამ, სანამ ბონუსებით სარგებლობას დაიწყებთ, კარგად წაიკითხეთ მისი გამოყენების წესები და პირობები. 

ჩვენ ახლა განვიხილეთ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ბირჟის არჩევისას ყველა ქართველმა ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს. ახლა კი გთავაზობთ საუკეთესო ბირჟების ჩამონათვალსა და მათი სერვისებისა და პროდუქტების მოკლე ანალიზს. 

დავიწყოთ!

WhiteBIT

ჩვენს ჩამონათვალში მოწინავე ადგილს ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა - WhiteBIT იკავებს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს კრიპტო თავგადასავალს ახლა იწყებთ თუ არა, WhiteBIT ნებისმიერი ტიპის ინვესტორს სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებსა და პროდუქტებს სთავაზობს. პლატფორმაზე როგორც კრიპტო ვალუტის ყიდვა, გაყიდვა ან გადაცვლა, ასევე, მრავალი სხვადასხვა სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი. WhiteBIT-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა კრიპტო დეპოზიტის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს წლიურ 24.85%-მდე სარგებლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, WhiteBIT უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოების ზომებს. პლატფორმაზე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და რეგულარულად გადის კიბერუსაფრთხოების აუდიტს. კრიპტო ბირჟა CER.live-ის რეიტინგში AAA უმაღლესი დონით ინარჩუნებს ლიდერობას. 

პლატფორმა მონაცემების დაცვისა და ინვესტორების თანხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომხმარებლებს ორფაქტორიან ავტორიზაციას სთავაზობს. გარდა ამისა, ბირჟის ფუნქციონალების სრულად სარგებლობისთვის იდენტობის ვერიფიკაციას ითხოვს. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ WhiteBIT ბირჟა ციფრული აქტივების 96%-ს ცივ საფულეებში ინახავს და იყენებს WAF-ს ჰაკერული თავდასხმების აღმოსაჩენად და დასაბლოკად. ეს ყველაფერი ბირჟაზე თანხის უსაფრთხოდ განთავსებას უწყობს ხელს. იმისთვის, რომ მაქსიმალურად აირიდოთ არალეგალურ მისამართებთან ურთიერთობა და თაღლითობის შემთხვევები, პლატფორმა მომხმარებლებს უფასო AML შემოწმებებს სთავაზობს. 

WhiteBIT აქტივების, როგორც ციფრული, ისე არაციფრული აქტივების ფართო არჩევანით გამოირჩევა. პლატფორმაზე შესაძლებელია 350+ სავაჭრო წყვილით ვაჭრობა, ასევე, ხელმისაწვდომია 10+ სახელმწიფო ვალუტა და რაც მთავარია, ბირჟის მიერ შექმნილი ტოკენი - WBT. WBT-ს ფლობისთვის ბირჟა მომხმარებლებს დამატებით უპირატესობებს, მათ შორის, საკომისიოს გარეშე ვაჭრობას სთავაზობს. 

რაც შეეხება საკომისიოებს, WhiteBIT ამ მხრივაც მოწინავე ადგილს ინარჩუნებს. როგორც წესი, ბირჟაზე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საკომისიო არასდროს აჭარბებს 0.1%-ს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, WhiteBIT ქართველ ინვესტორებს სხვადასხვა ტიპის საბონუსე პროგრამებსა და ჯილდოების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა Bug Bounty, რომლის მთავარი მიზანიც პლატფორმის უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა. ამ პროგრამის ფარგლებში, ინვესტორები, რომლებიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რაიმე ტიპის ხარვეზს აღმოაჩენენ, საფრთხის საშიშროებიდან გამომდინარე, პრიზებს მიიღებენ. გარდა ამისა, WhiteBIT რეგულარულად ატარებს ვაჭრობის შეჯიბრებს, რაც ქართველ ინვესტორებს უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

რაც მთავარია, ბირჟას საკმაოდ მარტივი ინტერფეისი აქვს. მას არამხოლოდ ვებ, არამედ მობილური ვერსიაც გააჩნია. ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. შესაბამისად, თუკი თქვენთვის აქამდე ენობრივი ბარიერის გამო სირთულეს წარმოადგენდა ბიტკოინის გამომუშავება ან ნებისმიერი ტიპის კრიპტო ინვესტიცია, WhiteBIT-ის საშუალებით ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრება. 

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ პლატფორმას 24/7 ქართველი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ჰყავს, რომელიც თქვენს ნებისმიერ კითხვას დროის უმცირეს მონაკვეთში გასცემს პასუხს.

Bitfex

Bitfex საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კრიპტო ბირჟაა. იგი მომხმარებლებს მათზე მორგებულ პლატფორმასა და ციფრული აქტივების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბირჟისთვის უმთავრესია უსაფრთხო და გამჭვირვალე სავაჭრო გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებლებს. ამისთვის, კომპანია, WhiteBIT-ის მსგავსად, ორფაქტორიან ავტორიზაციას იყენებს და ციფრულ აქტივებს ცივ საფულეებში ინახავს.

ბირჟას, ასევე, კონკურენტული სავაჭრო საკომისიოები აქვს და მოსახერხებელი მობილური აპლიკაცია, რომლით ვაჭრობაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ყოველთვის მზად არის ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. თუმცა, WhiteBIT-ისგან განსხვავებით, სადაც მხარდაჭერის გუნდთთან კომუნიკაცია რეალურ დროშია შესაძლებელი, Bitfex-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირებას მხოლოდ ელ-ფოსტითა და ტელეგრამით მოახერხებთ. 

Coinmama

Coinmama კიდევ ერთი პოპულარული კრიპტო ბირჟაა საქართველოში. იგი მომხმარებლებს მარტივ პლატფორმას სთავაზობს, რომელიც დამწყებებისთვის იდეალურია. Coinmama, WhiteBIT პლატფორმის მსგავსად, მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ფართო არჩევანს სთავაზობს. 

Coinmama-ს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია ვერიფიკაციის სწრაფი პროცესი, რაც მომხმარებლებს რამდენიმე წუთში ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობას აძლევს. ზოგიერთი პლატფორმა ვერიფიკაციის პროცესს შედარებით მეტ დროს უთმობს, რადგან, ამ მხრივ, უსაფრთხოება უფრო მეტად გარანტირებულია. პლატფორმა, ასევე, ზემოთ ხსენებული ბირჟების მსგავსად, ორფაქტორიან ავტორიზაციას იყენებს. რაც შეეხება მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს იგი 24 საათიანია და გუნდი ყოველთვის მზად არის, პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ. 

Binance

Binance მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტო ბირჟაა, რომელიც ქართველი ინვესტორებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. იგი გამოცდილ ტრეიდერებს სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალებსა და ინსტრუმენტებს სთავაზობს. ასევე, პლატფორმაზე შეგხვდებათ კრიპტოვალუტების ფართო არჩევანი, რაც პორტფოლიოს დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ. Binance-ს კონკურენტული სავაჭრო საკომისიოები აქვს. გარდა ამისა, იგი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, WhiteBIT-თან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე გამართული პლატფორმაა. ბირჟა, მომხმარებლებს WBT ტოკენის ანალოგს - მის მიერ შექმნილ ტოკენს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Binance ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. თუმცაღა, თუკი დამწყები ინვესტორი ხართ, არსებული თარგმანის გათვალისწინებით, პლატფორმის გამოყენება ქართულ ენაზე რეკომენდებული არ არის. 

სწორი კრიპტო ბირჟის არჩევა წარმატებული ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ სტატიაში ქართველი ინვესტორებისათვის ხელმისაწვდომი საუკეთესო ბირჟები მიმოვიხილეთ. თითოეული მათგანი, სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებს, უნიკალური სერვისებით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და სავაჭრო ვარიაციებით ამარაგებს. 

თუკი უსაფრთხოება, სერვისების მრავალფეროვნება, ბონუსების რიცხვი და დაბალი საკომისიოები თქვენთვის პრიორიტეტია, ამ შემთხვევაში, WhiteBIT-ია ის პლატფორმა, რომელსაც უნდა ეწვიოთ. იმ შემთხვევაში, თუ დამწყები ხართ, Coinmama შემოგთავაზებთ თქვენთვის შესაფერის სერვისებს. თუკი მარტივი ინტერფეისის მქონე პლატფორმაზე გსურთ ვაჭრობა Bitfex-ს, ხოლო, თუკი თავს პროფესიონალ ინვესტორად მიიჩნევთ, ამ შემთხვევაში, Binance-ს უნდა ეწვიოთ. 

კომენტარები