წყალდიდობა პეკინში

პეკინში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

პეკინში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამავდროულად, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 127 000-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის რამდენიმე რაიონში ტაიფუნმა დოქსურიმ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიამ ყველაზე მეტად პეკინის გარეუბნები და შემოგარენი დააზარალა. წყალდიდობის შედეგად კი დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ასევე, დაზიანებულია გზები და ავტომობილები.

2012 წლის შემდეგ ეს პეკინში ყველაზე მასშტაბური შტორმია. 11 წლის წინ წყალდიდობას ჩინეთის დედაქალაქში, სულ მცირე, 77 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები