ბოკერია: საზოგადოების მოტყუების მცდელობაა, რომ ჩინეთთან კავშირი რუსეთისგან დაგვიცავს

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს დასავლეთიდან, თავისუფალი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციას ხელს შეუწყობს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო და ჩვენი უსაფრთხოებისთვის უდიდესი გამოწვევა. ამან შესაძლოა მარტო დაგვტოვოს რუსეთის წინაშე. ილუზია, რომ ჩინეთთან კავშირები რუსეთის აგრესიისგან დაგვიცავს, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების ნაწილის მოტყუების უსინდისო მცდელობა. ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველომ, პირდაპირ არის ის, რითიც ჩინეთი ამართლებდა და ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, თითქოს საერთო უსაფრთხოების წუხილები არსებობს და რუსეთს აქვს უფლება, სხვა ქვეყანას თავს დაესხას, თუ წუხილები გაუჩნდა. ეს პოტენციურად გამართლებაა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის. დაბოლოს, საქართველოს აქვს კონკრეტული შეთანხმება აშშ-სთან 5G კავშირებთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ მხოლოდ სანდო პარტნიორებთან უნდა ითანამშრომლოს საქართველომ და ამის დარღვევა თუ ხდება, ეს კონკრეტული განაცხადია საქართველოს იზოლირების თავისუფალი სამყაროსგან. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება 31 ივლისს გამოქვეყნებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებას. 

რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში

კომენტარები