ვერტმფრენის ჩამოვარდა

რუსეთში ტურისტული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსული სიახლეების სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. ავარიის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომაც დაადასტურა. 

"ვერტმფრენს ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა. ვერტმფრენი დაშვებისას მავთულს დაეჯახა და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა". - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

შემთხვევის შედეგად კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე მუშაობენ. 

"ჩვენი თანამშრომელი მივიდა ადგილზე. დაშავებულებს სხეულის 90%-მდე დამწვრობა აღენიშნებათ". - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები