რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ 180-ზე მეტი სკოლა სრულად განადგურდა, 1 300-ზე მეტი დაზიანდა

Bulent Kilic/AFP/Getty Images

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოქსენ ლისოვის თქმით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ 180-ზე მეტი სკოლა დაინგრა, ხოლო 1 300-ზე მეტი დაზიანდა

"დღევანდელი მდგომარეობით 180 სკოლა ნანგრევებად იქცა. 300-ზე მეტი განადგურდა და 1 000-ზე მეტი დაზიანდა - ისინი შემოწმებას გადიან იმაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა მათი აღდგენა". - ამბობს მინისტრი. 

მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ ახალი სასწავლო წლისთვის თავშესაფრების დროულად აღჭურვისთვის 1.5 მილიარდი უკრაინული გრივნა გამოყო. ლისოვის განმარტებით, სექტემბრიდან 13 000 სკოლიდან მხოლოდ 9 000 სკოლას შეეძლება სრული დატვირთვით სწავლის განახლება.

"ჩვენთვის პრიორიტეტი მოსწავლეების სასწავლო კლასებში დაბრუნებაა. სადაც ეს შესაძლებელი იქნება, სწავლას აღვადგენთ. განათლება საბრძოლო ზონასთან ახლოს მდებარე ოლქებში ონლაინ რეჟიმში განახლდება". - ამბობს ლისოვი.

ლისოვი დასძენს, რომ სამინისტრო ასევე რეკომენდაციას უწევს უნივერსიტეტებს, უსაფრთხოების ზომების დაცვის პარალელურად, დაბრუნდნენ კამპუსში ფიზიკურად, ვინაიდან ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 

კომენტარები