ევროპული საქართველო

ბოკერია: ნებისმიერი გაერთიანება შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს უნდა ემყარებოდეს

სანამ საუბარი იქნება რამე ტიპის დაჯგუფებაზე, ჯერ ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმათი რიგები უნდა გაზარდოს, ვისაც აქვს რწმენა ამ პოლიტიკური ძალის და მზად არიან, ამ პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო და სამოქალაქო თვალსაზრისით იბრძოლონ. მგონია, ყველა პოლიტიკური ძალა ამით უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ ევროპული საქართველო ამით ვართ დაკავებული. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ვაპირებთ ეს გავაგრძელოთ - შინაარსზე მუშაობით, იმ თემებზე მუშაობით, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დღეს, ხვალ და მომავალშიც. იქნება ეს კამპანია გენოციდთან დაკავშირებით 90-იან წლებში აფხაზეთში თუ იმ ხალხის შეგროვება, რომელიც მზადაა წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული ფუნქციები აიღოს - ევროპული არჩევანის მცველი ჰქვია ამ ჩვენ პროექტს. და, რაც მთავარია, მე ღრმად მწამს რომ, ცენტრალური საკითხი დღეს საქართველოში არის ამ რეჟიმის საფრთხე ჩვენი მომავლისთვის - იმ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვების, რომელიც ახლა იკვეთება: რუსული ჭაობიდან თავის დაღწევა და NATO-ს წევრობა - ჩვენს ბუნებრივ წიაღში დაბრუნება. ამ რეჟიმის გამოცვლა რომ აუცილებელია, ცენტრალური საკითხი უნდა იყოს. თუმცა ეს არ უნდა იყოს ერთადერთი საკითხი. 

საკითხი და მუშაობა იმაზე ამ პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის მოცილების შემდეგ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ერთი მხრივ, ობიექტურად მნიშვნელოვანია მომავლისთვის - მერე ფიქრი დაგვიანებულია ხოლმე. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეთა მხარდამჭერთა გაზრდისთვის. 

ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტი - ახალი რესპუბლიკა: დიდ ჯგუფთან ერთად - ახალგაზრდებისა და მკვლევრების -ვამზადებთ სიღრმისეულად გაწერილ დეტალურ გეგმას, რომელიც ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ განხორციელდება. 

ყველა სპეკულაციები, რაც აქამდე ყოფილა ან ზიანის მომტანი იყო, ან არაგულწრფელი, საფარის შესაქმნელი - ვიღაცას უნდა ვიღაცას შეუერთდეს.

ბატონ ვაშაძეს უნდოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ყოფილიყო, დიდ პარტიაში უნდა რომ იყოს. 2020 წელსაც უნდოდა, მაგრამ უარი უთხრეს და ამის გამო წამოვიდა. ახლა შანსი აქვს, რომ იქ დაბრუნდეს. უნდათ, რომ ერთად იყვნენ. კითხვა უნდა დაისვას: რა ფასეულობებზე ვერ თანხმდებოდნენ ადრე და რაზე შეთანხმდნენ ახლა? ნებისმიერი გაერთიანება უნდა ემყარებოდეს შეხედულებებისა და ფასეულობების სიახლოვეს.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.

კომენტარები