ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

REUTERS/Kim Hong-Ji/Pool/File Photo

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო, Reuters-ი კორეელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ს ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე მივიდა.

გარდა ამისა, იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინება ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ. იაპონური მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილეთ კორეამ, შესაძლოა, რამდენიმე რაკეტა გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ს სტრატეგიული სამხედრო საშუალებების გამოყენებით იღებენ ზომებს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო იერიშების წინააღმდეგ. 

აქამდე ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ აშშ-ის წყალქვეშა ნავის სამხრეთ კორეაში განთავსება, შესაძლოა, აკმაყოფილებდეს მის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების კრიტერიუმებს.

კომენტარები