ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.
არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არა საკმარისი – მთავრობის დამოუკიდებლად ან კოალიციურ პარტნიორ პარტიასთან Vox-თან ერთად ფორმირებისთვის.
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ 136 ადგილი მოიპოვა, სოციალისტებმა 122, ულტრამემარჯვენე Vox-მა 33, ხოლო მემარცხენე Sumar-მა 31. ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობის მანდატის მისაღებად კი 176 ადგილის მოპოვებაა საჭირო.
კენჭისყრამდე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნეს ფეიხოომ აღნიშნა, რომ Vox-თან ერთად კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მზად იყო, თუმცა ორივე პარტიის ჯამური ხმები საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატების რაოდენობას მაინც ჩამორჩება.