ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფავლენიშვილი: სტრატეგია აღმაშენებელთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალებთან გავერთიანდებით, ჯერჯერობით, ამაზე პასუხს ვერ გეტყვით. მაგრამ, შემიძლია დავადასტურო, რომ სტრატეგია აღმაშენებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაშია. ზოგადად, სტრატეგიულ ერთიანობაზე ჩვენ აქცენტს მუდმივად ვაკეთებთ და ყველა პროდასავლურ, ეროვნულ პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ იმისთვის, რომ ერთად ჩავერთოთ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური მიმართულებებით - ერთიანობაზეა საუბარი და არა საარჩევნო სიის გაერთიანებაზე [...] საუბარია ისეთ ერთიანობაზე, როგორიც, თუნდაც, მარტის აქციების დროს იყო [...] პარტიაში საერთოდ არ დასმულა საკითხი არც საარჩევნო სიასთან და არც პრემიერმინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა. 

კომენტარები