რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა ევროპაში გასაგზავნად 3 000 რეზერვისტის მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა

ევროპაში სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხედრო ძალებს 3 000 რეზერვისტის მზადყოფნაში მოყვანის ნება დართო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გაურკვეველია გეგმავს თუ არა თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რეზერვისტების ევროპის კონტინენტზე გაგზავნას ახლო მომავალში, ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების მოქმედი სამხედრო ძალების გაფართოებაზე მიანიშნებს, სამხედრო სასწავლო მისიებთან და უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში ახალი ბრიგადების განთავსებასთან ერთად.

"ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს [აშშ-ს] ურყევ მხარდაჭერასა და ერთგულებას NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერების მიმართ, რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული ომის ფონზე უკრაინაში". - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა, დუგლას სიმსმა. 

აშშ-ს ევროპული სარდლობის წარმომადგენლის, ბილ სპიქსის თქმით, რეზერვისტების მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება თავდაცვის ძალების დონეებს არსებითად არ ცვლის, თუმცა, "მეტ მოქნილობას" შესძენს.

ასევე, პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანება ამერიკის სამშვიდობო ძალისხმევას ევროპაში, Operation Atlantic Resolve-ს, საგანგებო ოპერაციის ხასიათს სძენს, რაც პენტაგონს სარეზერვო ძალების გაწვევის, საბრძოლო აღჭურვილობით დაჩქარებულად მომარაგებისა და მოქმედი ძალების მსგავსად, მათი და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის საშუალებას აძლევს.

კომენტარები