რეკლამა

(რ) როგორ მოვაწყოთ სააბაზანო?

სააბაზანო თითოეული სახლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოაწყობთ მას. კომფორტულ სააბაზანოს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაზრდა შეუძლია - ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ, ვინაიდან სააბაზანო ოთახს ფუნქციური, პრაქტიკული დანიშნულება აქვს, თითოეული სწორად გათვლილი და შერჩეული ელემენტი პრაქტიკულობის დონეს ამაღლებს, რაც თავადაც გექნებათ შემჩნეული. 

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ იმ რამდენიმე ფაქტორზე, რაც სააბაზანოს მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ. 

ბიუჯეტი

თუ აბაზანის რემონტი გაქვთ გადაწყვეტილი ან უბრალოდ მისი განახლება გსურთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სააბაზანოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის განსაზღვრაა. წინასწარ შეაფასეთ მოსალოდნელი ხარჯები, რომლებიც სარემონტო მასალებთან, ავეჯთან, დეკორაციებთან და ხელოსნის გასამრჯელოსთან არის დაკავშირებული. ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრას რამდენიმე დადებითი შედეგი მოჰყვება, მაგალითად, არ გასცდებით თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს და არც იმაზე ნაკლებს დახარჯავთ, ვიდრე შეგიძლიათ. ამასთანავე, სარემონტო პროცესი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც გვგონია, გზად შეიძლება გარკვეულ დაბრკოლებებს წააწყდეთ. 

თუ ბიუჯეტი წინასწარ გექნებათ შედგენილი და მასში დამატებით ხარჯებსაც გაითვალისწინებთ, უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაზღვეული იქნებით.

სტილი და დიზაინი

ნებისმიერი ოთახის სტილი შეგიძლიათ საკუთარი თავის გამოსახატად გამოიყენოთ, თუ ამისთვის საკმარისი სურვილი და ენერგია გექნებათ. არასწორია შეხედულება, რომ გემოვნებიანად შერჩეული დიზაინი აუცილებლად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დღეს ნებისმიერი ბიუჯეტისთვის შეძლებთ სასურველი ნივთისა და დეკორაციის შეძენას, რომლებიც თქვენს გემოვნებაზეც იქნება მორგებული და საშუალებას მოგცემთ, ოთახი და მთლიანად სახლი უფრო პერსონალური და სახასიათო გახადოთ. 

ზოგადად, რამდენიმე ძირითად დიზაინს განარჩევენ აბაზანისთვის, მათ შორისაა კლასიკური, სადაც ორნამენტული დეკორაციები და მძიმე ავეჯია განთავსებული, უფრო ტრადიციულია უშუალოდ აბაზანისა და საშხაპის სივრცე. კლასიკურ დიზაინს განსაკუთრებით უხდება მუქი, დამჯდარი ფერები და თბილი განათება. 

საპირისპიროდ, თანამედროვე სააბაზანო ღია ფერებით, ცივი განათებით, მოდერნული სტილის ავეჯით და აქსესუარებით ხასიათდება. როგორც წესი, ასეთი აბაზანები მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რაც ნიშნავს იმას, რომ სივრცე დეკორაციებით თუ აქსესუარებით არ არის გადატვირთული, არამედ უბრალო და პრაქტიკულია. 

თუ თქვენი თავი სააბაზანოს ძირითად დიზაინებთან ვერ დააკავშირეთ, არც ესაა პრობლემა, ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არაა შეზღუდული, როცა საქმე საკუთარი სახლის მოწყობას ეხება. შეგიძლიათ ყველა სტილიდან აიღოთ თქვენთვის მოსაწონი კომპონენტები და მათი გაერთიანებით შექმნათ სივრცე, რომელიც თქვენს მრავალფეროვან პრეფერენციებს გამოხატავს. ასეთი სააბაზანო განსაკუთრებით საინტერესოა დიზაინის თვალსაზრისით, ვინაიდან მფლობელზე ძალიან ბევრის თქმა შეუძლია. 

სარემონტო მასალები

ნებისმიერი სარემონტო პროცესის წარმატება, როგორც ფართომასშტაბიანის, ისე ლოკალურის, სწორად შერჩეულ სარემონტო მასალებზეა დამოკიდებული. ამიტომ, როცა სააბაზანოს განახლებას გადაწყვეტთ, დიზაინზე ფიქრის გარდა, დრო დაუთმეთ სარემონტო თუ სამშენებლო მასალების შერჩევას, შეაფასეთ მათი ხარისხი, გამძლეობა, დიზაინი და სხვა ძირეული ფაქტორები, ცხადია, ფასიც. დარწმუნებული იყავით, რომ არასწორად შერჩეულ სარემონტო მასალებს უდიდესი გავლენა შეუძლია მოახდინოს საბოლოო შედეგზე და ყველა ნაბიჯი, რაც რემონტის პროცესში გადადგით, შეიძლება წყალში ჩაგეყაროთ. 

სავალალო შედეგის წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, სანამ სარემონტო თუ განახლების პროცესს წამოიწყებთ, მანამდე შეარიეთ სარემონტო მასალები და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 

აბაზანის ავეჯი

ჩვენი აღნიშვნა არ სჭირდება, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აბაზანის იერსახეზე ყველაზე დიდ გავლენას აბაზანის ავეჯი ახდენს. ავეჯი არის ის საშუალება, რაც სივრცეში თქვენთვის სასურველ ატმოსფეროს ქმნის. ზევით ვახსენეთ, რომ თქვენი გემოვნების შესაფერისი დიზაინი საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას გაძლევთ. 

რა თქმა უნდა, უპირველესად ყურადღება ხარისხს და ფასს უნდა მიაქციოთ, მაგრამ დიზაინიც არ დაგავიწყდეთ. თქვენს გონებაში წინასწარ განსასზღვრეთ, როგორი გსურთ რომ იყოს თქვენი სააბაზანო ოთახი, რა შეგიქმნიდათ ყველაზე დიდ კომფორტს, რამხელა სივრცე გსურთ რომ თავისუფალი დატოვოთ და ა.შ. საკუთარი კრიტერიუმების შექმნა დაგეხმარებათ, რომ ვარიანტების რაოდენობა დაავიწროვოთ და, შესაბამისად, არჩევანიც უფრო მარტივად გააკეთოთ. 

აბაზანის აქსესუარები

ავეჯთან ერთად, აბაზანის აქსესუარებზეც იზრუნეთ. პირველი და ყველაზე მთავარი მახასიათებელი, რაც კარგ აბაზანაზე გვახსენდება, კომფორტი და სისუფთავეა. ამიტომაც, აბაზანის მოწყობისას სწორედ ეს ორი კრიტერიუმი უნდა იყოს თქვენთვის უმთავრესი, ცხადია, სხვა ფაქტორებთან ერთად. კომფორტისა და სისუფთავის შექმნა დიდწილად არის სააბაზანოს აქსესუარებზე დამოკიდებული. არაფერი სჯობს იმას, როდესაც სასურველი ნივთი ყოველთვის ხელის ერთ გაწვდენაზე გაქვს, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ აბაზანაში ვერაფერს დაკარგავ, რადგან ყველა ნივთს თუ საშუალებას თავისი ადგილი აქვს განკუთვნილი. ამასთან ერთად, ისეთი აქსესუარები, როგორიცაა კედლის თარო ან პატარა კარადა, სივრცი ეფექტურად ათვისებში დაგეხმარებათ. 

შეჯამება

სულაც არაა საჭირო, სააბაზანოს მოწყობა ან ცალკეული ნაწილების განახლება სტრესული და დამღლელი პროცესი იყოს. პირიქით, პროექტს ხალისით და ინტერესით უნდა შეხედოთ. ამას მაშინ შეძლებთ, თუ წინასწარ განსაზღვრავთ თქვენს ხედვას და მიჰყვებით მას. 

კომენტარები